LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოჭში მომდარი ავიაკატასტროფისას გარდაცვლილების ცხედრები მოსკოვში გადაასვენეს

48

სოჭში ჩამოვარდნილი ტუ-154-ის მგზავრების ცხედრები მოსკოვში თვითმფრინავით გადაასვენეს. ამავე რეისით რუსეთის დედაქალაქში ჩაიტანეს ჩამოვარდნილი ლაინერის 86 ფრაგმენტი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ცნობით, მოსკოვში გარდაცვლილების ამოცნობის პროცედურა და გენეტიკური ექსპერტიზა ჩატარდება.

ავიაკატასროფის ადგილას პირველ 24 საათში 11 ცხედარი და თვითმფრინავის 154 ფრაგმენტი აღმოაჩინეს.

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა მაქსიმ სოკოლოვმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართავობა, ან – მფრინავის შეცდომა გახდა. ტერორისტულ აქტს სამართალდამცველები არ განიხილავენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფინავმა ავიაკატასტროფა გუშინ განიცადა. “ტუ 154“ სოჭიდან სირიაში მიემგზავრებოდა, ბორტზე 91 ადამიანი იმყოფებოდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ლაინერის ფრაგმენტები შავ ზღვაში იპოვეს, სანაპიროდან 1.5 კმ-ს დაშორებით.

სამხედრო თვითმფრინავი „ტუ-154“ რადარებიდან 05:40 საათზე გაქრა, სოჭიდან აფრენიდან 20 წუთის შემდეგ. საჰაერო ხომალდი სირიის ქალაქ ლატაკიაში მიფრინავდა.

ბორტზე ეკიპაჟის 8 წევრი და 83 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის მუსიკოსები, რომლებიც რუსი სამხედროებისთვის ახალი წლის მისალოცად მიემგზავრებოდნენ ავიაბაზა ხმეიმიმზე. ბორტზე იყო ტელეარხების „პირველი არხისა“ და „ზვეზდას“ ჟურნალისტებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები