LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც პირი ამბობს, რომ ესროლეს, შსს-მ გამოძიება დაიწყო

49

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ  დადგენილია ვიდეოში ასახული პირები და ავტომანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ. ამასთან, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ვიდეოშია დაფიქსირებული.

შს სამინისტრო ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამაკაცი, რომელმაც სავარაუდო გასროლა განახორციელა, სამართალდამცველია. არსებული ინფორმაციით, ის საჯარო სამსახურში დასაქმებული არ არის.

მოქალაქე ნაილი ვახანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ის მის და მისი ოჯახის წევრების მიმართ უცნობი მამაკაცის მიერ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობაზე საუბრობს. როგორც გოგონა ირწმუნება, მამაკაცმა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მათ მანქანას შუშები ჩაუმსხვრია და მისი და მისი ძმის მიმართულებით ისროლა.

 

https://www.facebook.com/naili.vakhania/videos/10209625698513196/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები