LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური პროექტები, რომლებიც ”თიბისი” ბანკმა დააფინანსა

170

”თიბისი” ბანკმა თიბისი გალერეაში შეკრებილ მედიასა და საზოგადოების წარმომადგენლებს განხორციელებული CSR პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა. როგორც ბანკში აცხადებენ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ”თიბისისთვის” პრიორიტეტული მიმართულებაა; CSR ინვესტიციების და პოლიტიკის მხრივ, ”თიბისი” ისეთი საერთაშორისო ბანკების პრაქტიკას უტოლდება, როგორებიც არიან Barclays, HSBC, Deutche Bank და სხვები.

მათივე ინფორმაციით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ისეთ სფეროებზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენას ითვალისწინებს, რომელიც საზოგადოებისთვის აქტუალური და საინტერესოა. ამ მხრივ, ”თიბისი” ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები მრავალფეროვანია – ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა, ნიჭიერი ახალგაზრდების განათლება და პროფესიული განვითარება, კულტურა, ხელოვნება, სოციალურად აქტუალური თემები, რაგბის პოპულარიზაცია და სხვა.

როგორც ბანკში აცხადებენ, ქართული ბიზნეს სექტორისთვის სიახლეა ისიც, რომ კერძო კომპანია საზოგადოებას წარუდგენს ანგარიშს სოციალური პასუხისმგებლობის ქოლგის ქვეშ განხორციელებული პროექტების შესახებ. როგორც ”თიბისი” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ”თიბისი” რეგულარულად შესთავაზებს საზოგადოებას ამგვარ ანგარიშს, რითაც პროცესის გამჭირვალობას უზრუნველყოფს.
„თიბისელობა არ ნიშნავს იყო მხოლოდ ჩვენი ბანკის თანამშრომელი, ჩვენ თიბისელად მიგვაჩნია ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენს ხედვას და ღირებულებებს იზიარებს. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ყველას სოციალური პასუხისმგებლობა გვაერთიანებს, თითოეული თქვენგანი თანამონაწილეა იმ კარგი წამოწყებებისა, რომელსაც ერთად ვახორციელებთ,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ”თიბისი” გამოირჩევა თანამშრომლებზე ორიენტირებული სოციალური პროექტებითაც – პროფესიული განვითარების პროგრამები, რომელიც უცხოეთში სწავლას მოიცავს, თიბისი აკადემია, ფონდი „თიბისელები თიბისელებისთვის“, მრავალშვილიანების ფინანსური წახალისება და სხვა.

პრეზენტაციაზე შეკრებილ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ ვიდეორგოლი, სადაც ყველა ის მნიშვნელოვანი ინიციატივა მოხვდა, რომელიც 2015-2016 წლებში ”თიბისის” მხარდაჭერით შედგა. განხორციელებული პროექტები ბანკისთვის პრიორიტეტულ 4 მიმართულებაში გაერთიანდა: ბიზნესის მხარდაჭერა,ახალი თაობა, კულტურა და რაგბი.

ბანკის მენეჯმენტის ინფორმაციით, ”თიბისი” მომავალშიც გააგრძელებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პროექტების მხარდაჭერას, 2017 წლის აქცენტები კვლავ იქნება ბიზნესის მხარდაჭერა,ახალი თაობა, კულტურა და რაგბი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები