LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური ქსელები დეპრესიას იწვევს

49

პიტსბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, სადაც ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა მომხმარებლებს, რაც უფრო მეტ დროს ატარებენ სოციალურ ქსელში, მით უფრო ხშირად ემართებათ დეპრესია.

კვლევაში მონაწილეობა 1.7 ათასმა ადამიანმა მიიღო, მათი ასაკი 19-დან 32 წლამდეა. იმ მომხმარებლებს, რომლებიც სოციალური ქსელით უფრო ხშირად სარგებლობენ, 2.7-ჯერ უფრო ხშირად აწუხებთ დეპრესია, ვიდრე ნაკლებად აქტიურ მომხმარებლებს.

დეპრესიის მიზეზი კი რეალურ და არარეალურ სამყაროებს შორის კავშირის ძებნაა, მომხმარებლების ნაწილი აღმოაჩენს, რომ რეალური ცხოვრება არ არის ისეთი ბედნიერი, როგორსაც საკუთარი პროფილით წარმოაჩენს; ნაწილი კი – ცდილობს, დეპრესია სოციალური ქსელების საშუალებით დაძლიოს, თუმცა მათი მდგომარეობა უფრო მძიმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები