LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ახალაბასთუმანში ქვის საამქრო დააყაჩაღეს

64

ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალაბასთუმანში ყაჩაღობა მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ყოფილი “ტყის ძმების” მეთაურის, დათო შენგელიას კუთვნილი ქვის საამქრო დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა  გარკვეული ოდენობის თანხა წაიღეს. თავად  შენგელია საზღვარგარეთ იმყოფება და მისთვის უცნობია რა ოდენობის თანხაა გატანილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები