LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ბერშუეთის განაპირას ადგილობრივი მკვიდრი, 45 წლის ალიკა გელიაშვილი დააკავეს

45

ე.წ.მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის განაპირას ადგილობრივი მკვიდრი, 45 წლის ალიკა გელიაშვილი დააკავეს.

“ინტერპრესნიუსის” ცნობით, გელიაშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის.

ერთ-ერთი თვითმხილველის, სოფელ ბერშუეთის მცხოვრების, ხვიჩა ბერიანიძის განცხადებით, ალიკა გელიაშვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, სამმა ე.წ.მესაზღვრემ, რომლებიც ფეხით გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე ასეული მეტრით საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და გელიაშვილი დააკავეს.

ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული უკვე ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები