LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ბერშუეთთან ე.წ. ბორდერიზაციის ქმედებებს ადგილი ივნისში ჰქონდა

207

სოფელ ბერშუეთთან ე.წ. ბორდერიზაციის ქმედებებს ადგილი ივნისში ჰქონდა. ამის შესახებ  საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აცხადებენ.  საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნულთან დაკავშირებით გააგზავნა პატრული, რათა ადგილზე დაედგინა სიტუაცია.

”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუძლია დაადასტუროს, რომ ე.წ. ბორდერიზაციის ქმედებებს ადგილი ჰქონდა ივნისის თვეში, მაგრამ არ შეუძლია ახალი მწვანე ბანერების გასულ კვირას დამონტაჟება დაადასტუროს.
ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაკვირვების თანახმად, რამდენიმე მწვანე ბანერი ბერშუეთის მახლობლად დამონტაჟებული იყო 2017 წლის 19 ივნისს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მახლობლად, იმ ადგილზე, რომელიც საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ არ იმყოფება.
მიუხედავად ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მწვანე ბანერების დამონტაჟებას არაკანონიერად მიიჩნევს. ნებისმიერი ფორმით ე.წ. ბორდერიზაცია, მათ შორის ბანერების დამონტაჟება, აფერხებს გადაადგილების თავისუფლებას და ფერმერებს ხელს უშლის მიწის დამუშავებაში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განაგრძობს ე.წ. ბორდერიზაციის ქმედებების მჭიდრო მონიტორინგს. აღნიშნული საკითხი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, რომელიც 2017 წლის 11 ივლისს ერგნეთში გაიმართება”, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები