LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ფლავისმანში მომხდარ ინციდენტს შსს გამოეხმაურა

67

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ბადრი ბასიშვილსა და სოფელ ფლავისმანის რამდენიმე მოსახლეს შორის მომხდარ ინციდენტს შსს განცხადებით ეხმაურება:

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი ბადრი ბასიშვილი, სოფელ ფლავისმანში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელში არსებული საცხოვრებელი სახლების ღობეებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ პლაკატებს აკრავდა. ამის საშუალება მას რამდენიმე ადგილობრივმა მოსახლემ არ მისცა, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ბადრი ბასიშვილმა აღნიშნულის შესახებ შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეატყობინა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ და სიტუაცია განმუხტეს.

გამოკითხვისას მოსახლეობამ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატისთვის საარჩევნო პლაკატის გაკვრის ხელშეშლა იმით ახსნა, რომ საცხოვრებელი სახლის ღობე მათი კერძო საკუთრება არის და არ სურთ, მათ საკუთრებაზე რაიმე სახის წარწერა იყოს გაკრული.

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები