LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ გაჩიანში 41 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

464

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის ტერიტორიაზე 41 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცი გაჩიანში საკუთარი ავტომანქანის ახლოს ნახეს. პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

სამართალდამცავები მამაკაცს ოჯახის წევრების მიმართვის საფუძველზე 25 დღის განმავლობაში ეძებდნენ. 41 წლის მამაკაცი რუსთავში საკუთარი სახლიდან 5 ივლისს გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები