LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ გავაზში შუახნის მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი გადაწვა

130

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში  ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. არსებული იფნრომაციით, ხანძრის შედეგად განადგურებულია ყოყოჩაშვილების საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სახლის დიდი ნაწილი.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ადგილობრივებმა განუცხადეს, ცეცხლი სახლს სავარაუდოდ მეპატრონემ, შუახნის მამამაკაცმა შვილთან კონფლიქტის გამო წაუკიდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ოთხი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები