LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ კარალეთში 68 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

74

სოფელ კარალეთში 68 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა.

ბრალდებულმა მოქალაქეს მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. მოქალაქე მიყენებული ჭრილობის შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ბრალდებულის ახლობლები ამბობენ, რომ დანაშული პირმა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები