LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ მატანში საფლავები დაარბიეს

304

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მატანში 10-მდე საფლავი დაარბიეს. ადგილობრივების ცნობით, დამტვრეული და განადგურებულია საფლავის ქვები და მოპარულია მესერის ჯაჭვები. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ადგილობრივები დამნაშავის დასჯას მოითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, ტერიტორიას დარაჯი უნდა იცავდეს.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები