სოფელ შემოქმედში მამაკაცი მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

74

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. როგორც “პირველ არხს” გარდაცვლილის ახლობლებმა განუცხადეს, მამაკაცი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სახლის სხვენში ფაროსანასა და სხვა მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა.

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის განცხადებით, მამაკაცი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, თუმცა ძლიერი ინტოქსიკაციის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„პაციენტი სასწრაფომ ჩვენთან გადმოიყვანა მძიმე, ტერმინალურ მდგომარეობაში. მაშინვე მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ, პაციენტს გული გაუჩერდა. ძლიერი ინტოქსიკაციით იყო მოყვანილი“, – აცხადებს ცენტრის დირექტორი დავით მდინარაძე.

ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, რომ მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზების გასარკვევად,  დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ , რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები