LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ სკრაში, სადაც ჭაში წყალი გაცხელდა, გეოლოგები იმყოფებიან და ვითარებას სწავლობენ

46

გორის რაიონში უცნაური მოვლენა დაფიქსირდა – სოფელ სკრაში, ერთ-ერთი ოჯახის კუთვნილ ჭაში სასმელი წყალი გაცხელდა. ადგილზე ამ წუთებში  გეოლოგები იმყოფებიან და ვითარებას სწავლობენ. გარემოს დაცვის სააგენტოს სპეციალისტები ნაადრევი დასკვნების გაკეთებისგან თავს იკავებენ.

„ადგილზე ვსწავლობთ ვითარებას, დაკვირვებას ვახდენთ წყლის ტემპერატურასა და სხვა ფაქტორებზე, ამჟამად +22 გრადუსია. სოფელ სკრაში ამ ტერიტორიაზე გეოლოგიური გარემო ისეთი გახლავთ, რომ ბუნებრივი ცხელი წყლები წესით არ უნდა იყოს, ამიტომ, შესწავლა მიმდინარეობს და დასკვნების გაკეთებასაც მოგვიანებით შევძლებთ“, – აცხადებს “ინტერპრესნიუსთან”  გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა ომარ გოგრიჭიანმა.

სასმელი წყლის ტემპერატურის მატება მახარაშვილებმა პირველად 3 დღის წინ შენიშნეს, ამ დროისთვის ტემპერატურა  38 გრადუსს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები