LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ სვირის გადასახვევთან მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა

187

ზესტაფონში, სოფელ სვირის გადასახვევთან მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა. ადგილობრივების თქმით, დაშავებულია მიკროავტობუსის მძღოლი და 7 მგზავრი, რომლებიც ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა, ჩაკეტილ შლაგბაუმს შეეჯახა და ლიანდაგებზე გადავიდა, ამის შემდეგ კი გაჩერებულ მიკროავტობუსს მატარებელი დაეჯახა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მიკროავტობუსის მძღოლსა და ერთ მგზავრს კიდურების მოტეხილობები აღენიშნება.

ფაქტს “საქართველოს რკინიგზაში” ადასტურებენ. როგორც უწყებაში განაცხადეს, მოძრაობის წესები მიკროავტობუსის მძღოლმა დაარღვია, რის გამოც, მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა.

“მძღოლი დაეჯახა ჩაკეტილ შლაგმაუმს და გადავიდა ლიანდაგზე, რის გამოც მოხდა აღნიშნული შემთხვევა. მიკროავტობუსის არც ერთ მგზავრს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი დაზიანება არ აქვს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს”, – განაცხადეს “საქართველოს რკინიგზაში”.
შემთხვევა ზესტაფონში დღეს დილით, 9 საათისთვის მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები