LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ თხილვანაში ნაკადული საშიშ ღვარცოფად იქცა [ვიდეო]

359

ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ თხილვანაში, დღეს დაახლოებით, 14 საათზე მოულოდნელად მოვარდნილმა წყლის ნაკადმა გზა დააზიანა.

10 წუთიანი წვიმის შედეგად, გარესამყაროს 4 სოფელი მოწყდა.

კადრში ჩანს თუ როგორ გადაიქცა მშვიდი ნაკადული წამებში საშიშ ღვარცოფად.

ვიდეო ბათუმელების რედაქციას თეიმურაზ ქამადაძემ მიაწოდა.

აღსანიშნავია, რომ თხილვანა მეწყერსაშიში ზონაა, ამიტომ სახელმწიფომ აქ მცხოვრებ 60 ოჯახს 25 ათასი ლარი კომპენსაცია გადაუხადა. სახელმწიფო პროგრამა სოფლის დაცლას ითვალისწინებს. ამის მიუხედავად, სოფლის დატოვება ყველა მცხოვრებმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები