LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ წითელუბნის საძოვრებიდან ე.წ. მესაზღვრებმა ორი მწყემსი გაიტაცეს

96

სოფელ წითელუბნის საძოვრებიდან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს რუსმა ე.წ. მესაზღვრებმა ორი ადამიანი დააკავეს.

საქართველოს კონტორლირებადი ტერიტორიიდან გატაცებული ვასილ ბოლოთაევი და თენგიზ  კაჯილოვი საძოვრებზე საქონელს მწემსავდნენ.

“მოამბის” ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი. ფაქტს წითელუბანში გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ადასტურებს.

მისივე ინფორმაციით, ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მოლაპარაკება ოკუპირებულ ცხინვალთან უკვე დაწყებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები