LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელში ხალხი უფრო მეტია მკვდარი, ვიდრე ფაროსანა – ნატანებში მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვენ

142

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მოსახლეობა ხელისუფლებას ფაროსანას გავრცელების გამო მიყენებული ზარალის კომპენსაციას სთხოვს. ადგილობრივებმა დღეს საპროტესტო აქცია მოაწყვეს, სადაც განაცხადეს, რომ ფაროსანამმოსავალი სრულად გაანადგურა.

„ცენტრალური გზები შეიწამლა, შიდა გზები კი, ისე დატოვეს. თხილი განადგურებულია, ახლა ფაროსანა ციტრუსსაც შეესევა. დაგვეხმარონ, თორემ პროტესტის უკიდურეს ზომებს მივმართავთ,“  – აცხადებს ნატანების მკვიდრი მაყვალა ხურციძე.

სოფელ ნატანებში ოზურგეთის მერის წარმომადგენელი, ნაირა კვაჭაძე აცხადებს, რომ ნატანებში ფართობები ნამდვილად შეიწამლა, თუმცა არასაკმარისი აღმოჩნდა და მოსახლეობის მოთხოვნები საფუძვლიანია.

ადგილობრივები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ცენტრალური მაგისტრალის ბლოკირებას გეგმავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები