LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფი ვილის ახალი ვიდეორგოლი და ალბომი, რომლის პრეზენტაციაც ნიუ იორკში შედგება

115

12 აპრილს ინტერნეტში შედგა ქართველი შემსრულებლის, სოფი ვილის ახალი ვიდეოკლიპის პრემიერა. ის „იუთუბზე“ განთავსდა. მას ქართველი მუსიკოსები სოცქსელში აზიარებენ და წერენ, რომ ძალიან სასიხარულოა, როცა საქართველოში მსოფლიო დონის მუსიკა იქმნება.

სოფი ვილიმ ეს კომპოზიცია თავად დაწერა, ტექსტიც მას ეკუთვნის, არანჟირება კი ნიკაკოისთან, ანუ ნიკა მაჩაიძესთან ერთად გააკეთა. ამ არჩევანს იმით ხსნის, რომ ამ მიმართულებით საქართველოში ნიკა მაჩაიძეზე კარგი არტისტი არ ეგულება და სურდა, კომპოზიციისთვის ელექტრონული ჟღერადობა მიეცა.

„Swim On“ არის პირველი სინგლი ალბომიდან, რომლის პრეზენტაციაც 5 მაისს, ნიუ იორკში, „როკვუდ ჰაუს ჰოლში“ შედგება. ამას მოჰყვება რამდენიმე კონცერტი ნიუ იორკში, ერთი ფილადელფიაში, შემდეგ სოფი ვილი უკრაინული ფესტივალის, „ატლას უიკენდის“ სტუმარი იქნება, შემოდგომის დასაწყისში კი ალბომს ქართველ მსმენელს თბილისში წარუდგენს.

ალბომი საქართველოში ჩაიწერა, გვაჯისთან, ანუ გიორგი გვარჯალაძესთან. სოფი თავად არის საკუთარი ალბომის პროდიუსერი. დისკზე ქართველი მუსიკოსი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.

რაც შეეხება ვიდეოს, ის ერთ-ერთ საცურაო აუზზე გადაიღეს, ბატუტზე, მასში სოფის გარდა ქართველი სპორტსმენები მონაწილეობენ. კლიპის რეჟისურა სოფი ვილის ეკუთვნის ლუკა ბერიძესთან ერთად.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები