LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლის მეურნეობის მინისტრი უარყოფს, რომ მანდარინის მოსავალი განადგურდა

51

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მანდარინის მოსავალი სრულად განადგურდა და აღარ გვაქვს, სიცრუეა. 

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მანდარინის ძირითადი მოსავალი აჭარაშია, სადაც ღონისძიებებები ეფექტურად ტარდება და ძირითადი მოსავალი შენარჩუნებულია.

„საქართველოს დანარჩენ ნაწილში არის მცირე დაზიანებები, თუმცა ყველაფერი ფაროსანას არ უკავშირდება და დაზიანებების 100%-იანი აცილება შეიძლება, თუ მოსახლეობა გამოიყენებს იმ საწამლ საშუალებებს, რომლებიც ჩვენ მათ სექტემბერში გადავეცით. მათ ჰქონდათ წამლობისთვის საჭირო წამლები, ყველაზე ეფექტური, რაც კი იდენტიფიცირებულია. თუ ადამიანები დავირაზმებით, მანდარინის მოსავალს სრულად გადავარჩენთ და კარგი სეზონიც გვექნება. მოლიდინი არის, რომ მანდარინის სეზონი ძალიან კარგი გვექნება“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები