"სოფო ბათილაშვილს აქვს პოტენციალი, გახდეს მომავალი ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, ნანი ბრეგვაძე…" | Radio Fortuna - ოფიციალური ვებგვერდი

„სოფო ბათილაშვილს აქვს პოტენციალი, გახდეს მომავალი ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, ნანი ბრეგვაძე…“

პოპულარული

„სოფო ბათილაშვილს აქვს პოტენციალი, გახდეს მომავალი ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, ნანი ბრეგვაძე…“

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული 11 ივნისს, რუსთაველის თეატრში გამოვლინდა.  სოფო ბათილაშვილი რადიო „ფორტუნას“ რჩეული გახდა და ბიონსეს კონცერტზე დასასწრები ბილეთი გადაეცა, „ავერსისგან“ „ბერკლის“ აკადემიაში სწავლის დაფინანსება მოიპოვა და რაც მთავარია, მოიგო პროექტი „მხოლოდ ქართული“ – ეს ყველაფერი იმ გოგონამ შეძლო, რომელსაც არასდროს უფიქრია, რომ დიდ სცენაზე ქართული სიმღერების შესრულებას შეძლებდა.

700 000 მიღებული ზარი სამ ტურში ცხადყოფს, რომ „რუსთავი 2“-ის არჩევანმა გაამართლა და მხოლოდ ქართული სიმღერები ისაა, რაც მაყურებელს ძალიან მოენატრა.

რადიო „ფორტუნა“ ფინალს დაწყებიდან ბოლო წუთამდე ესწრებოდა, კულისებში დიდი მღელვარება იგრძნობოდა, ყველა ტურის წინ მონაწილეები ახალ სუნთქვას იღებდნენ და ნერვიულობის მორიგ ნაკადს ებრძოდნენ, სხვანაირად კონკურსში მონაწილეობა შეუძლებელია.

ალექსანდრე მრელაშვილი, საბა კემულარია და კოსტა კარანაძე – სამივე მონაწილეს ჰქონდა კარგი მომენტები კონკურსზე და მხარდამჭერებიც არ აკლდათ, თუმცა ჟიურისა და მაყურებლის უმრავლესობის აზრი ერთმანეთს დაემთხვა და გამარჯვება სოფო ბათილაშვილმა მოიპოვა.

სოფო:

არ ვიცი, წარმოუდგენელია, ჯერ ვერ გადავხარშე  ეს გამარჯვება. ჩემი მეგობრების პრიზები ძალიან გამიხარდა და ჩემი ჯერ ვერ გავაცნობიერე. ვფიქრობ, „მხოლოდ ქართულში“ ჩემი თავი ვიპოვე, ამ პროექტის წყალობით, ჩემი თავი მუსიკალურად დავინახე. წარმოუდგენელი ბედნიერებაა, იმდენი კარი გამეხსნა, მინდა, ვიარო წინ, მქონდეს პროგრესი და ეს არ იყოს საბოლოო წერტილი, ვნახოთ…

„მხოლოდ ქართულის“ შესახებ აზრი დამსწრე და მონაწილე მუსიკოსებს ვკითხეთ.

ნიკოლოზ რაჭველი:

მხოლოდ ქართულად სიმღერა დღეს ახალგაზრდებისთვის ძალიან რთულია. მეც გახლდით „რუსთავი 2“-ზე რიგი მუსიკალური პროექტების მუსიკალური ხელმძღვანელი, ზოგჯერ – ჟიურის წევრიც. იქ იყო ხოლმე თითო ტური, სადაც ქართული სიმღერები სრულდებოდა. და ეს იყო ყველაზე რთულად გადასალახი და ხშირად ვერ ვაღწევდით იდეალურ ხარისხს, როგორსაც სხვა ტურებში. ქართული სიმღერის შესრულება ქართველი მსმენელის წინაშე ძნელია.

როცა გავიგე „მხოლოდ ქართულის“ იდეის შესახებ, თითქმის წარმოუდგენლად მიმაჩნდა მისი ასეთი ხარისხით გაკეთება. არ გაქვს გარანტია, როგორი კონკურსანტი მოვა, როგორ შეირჩევა და როგორი კონტინგენტიდან გამოირჩევიან ძირითადი მონაწილეები.

„მხოლოდ ქართულს“ წარმატებულად მივიჩნევ ორი მიზეზის გამო – პირველი ზვიად ბოლქვაძეა, რომელმაც ძალიან საინტერესო ვერსიები შესთავაზა მსმენელს, რამდენიმე უფრო შთამბეჭდავიც კი გამოვიდა, ვიდრე მისი პირვანდელი, ორიგინალური ვერსია (იღიმის). სადაც ზვიად ბოლქვაძეა გარეული, გარანტიაა, რომ ის პროდუქტი იქნება შთამბეჭდავი.

მეორე მიზეზია სოფო ბათილაშვილი. მას სხვა პროექტშიც უმღერია, მაგრამ მისი ყველა გამოსვლა იყო მოულოდნელობებით სავსე. მას მდიდარი შინაგანი სულიერი სამყარო აქვს, ძალიან იგრძნობა იმ ადამიანში, რომელიც მღერის. თორაძის რომანსი ძალიან რთული შესასრულებელია. მისი იმდენად მაღალი ხარისხის ორიგინალი არსებობს, რთულია, აიძულო საკუთარ თავს და არ შეადარო ინოლა გურგულიასთან. ჩემი სისუსტეც ეს არის, რომ ყოველთვის ვადარებ. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ სოფოსთან აკომპანემენტისას არც ერთი წამით არ მიფიქრია მის დედანზე. თუ სოფომ სწორად განაგრძო და იღბალმაც ხელი შეუწყო, რომ სწორ კოლეგებთან მოხვდეს, მასში არის პოტენციალი, რომ მომავლის ნინო ქათამაძე იყოს, ოღონდ განსხვავებული, მომავლის ნატო მეტონიძე, ნანი ბრეგვაძე იყოს. ბუნებრივია, ძალიან ბევრ ქართველ მომღერალს გამოვყოფდი, მაგრამ ეს სამი იმიტომ გამოვყავი, რომ მათ დაამკვიდრეს სტილი, რომელიც ყველა დანარჩენისგან იყო განსხვავებული. სოფოსაც აქვს ეს პოტენციალი, რომ თავისი სტილი შექმნას.

როგორ ფიქრობთ, ახალი სიმღერები დაიწერება ისეთი, როგორიც დღეს ამ სცენაზე სრულდებოდა?

ეს სიმღერები იმიტომ არის ძვირფასი, რომ ქართული კინოსთვის შეიქმნა და ხშირად ტრიალებდა, ასე მგონია, რომ ეს ყველაფერი შედის ჩვენს დნმ-ში. ბევრი ბავშვი მინახავს, „ბაში-აჩუკიდან“ მღერიან სიმღერას, რა ესმით, მაგრამ მაინც მღერიან, რადგან ეს სიყვარული გენეტიკურად გადადის მშობლიდან შვილზე. ამ შემთხვევაში მომღერალს აქვს უდიდესი როლი. როცა ნინო ქათამაძე გახდა ქართველი მსმენელისთვის მნიშვნელოვანი მომღერალი, მისი ყველა სიმღერაც გახდა მისაღები, მანამდე მისი „სულიკოც“ კი ძალიან გააკრიტიკეს, დღეს კი სტანდარტია, ვერავის წარმოუდგენია სხვანაირად მღერა. თუკი სოფო გახდა ისეთი მომღერალი, ვისაც ეყოლება ურიცხვი თაყვანისმცემელი, მისი შესრულებული ახალი სიმღერაც გახდება ჰიტი. კარგი მომღერალი არასდროს წავა კომპრომისზე, არ დათმობს გემოვნების ღირსებას და არ შეასრულებს ცუდ სიმღერას. მინდა, ასეთმა მომღერლებმა უნდა დაამყარონ კომუნიკაცია კარგ კომპოზიტორებთან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სოფოს თავადაც ექნება უნარი, რომ დაწეროს სიმღერები… პატივს ვცემ ასეთ შემსრულებლებს, როგორიც არის ქეთი მელუა, ის თავად წერს სიმღერებს და თავად ასრულებს.

ეკა მამალაძე:

მივიჩნევ, რომ უკვე კარგი საქმე გაკეთდა. ქართული სიმღერის შესრულება სულ პრობლემური იყო. კარგად დავინახეთ, რომ რთულია ქართულის შესრულება. ზოგი „ციცინათელასაც“ ვერ ასრულებს, მაგრამ არა უშავს… მაქსიმალისტები ვართ და უცბად გვინდა შედეგი. არ მომწონს მუსიკოსებისადმი ასეთი დამოკიდებულება. გინახავთ, რომ გამოვსულვარ გამწარებული და გამიკრიტიკებია ახალგაზრდა მომღერლები? ინგლისურად კარგად ასრულებენ, რადგან ნიჭიერები ვართ ქართველები, მაგრამ ქართულად უჭირთ, ამიტომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვან დროს გამოჩნდა.

ბექა გოჩიაშვილი:

მადლობა ამ იდეის ავტორებს. მე არ ვარ მომღერალი, მაგრამ შემიძლია დავასახელო, ვინ იყო ჩემი ფავორიტი ამ პროექტში, ეს გახლდათ სოფო ბათილაშვილი, რომელსაც მინდა, დიდი წარმატებები ვუსურვო. დანარჩენ მუსიკოსებსაც ძალიან კარგად შევაფასებდი. მადლობა ამ კონკურსის მთავარ ღერძს, ზვიად ბოლქვაძეს.

ქართულის დრო დადგა? როგორც მუსიკოსს, ისე გეკითხებით…

ახლა არ დადგა ამის დრო, რადგან სულ იყო, რაღაც მომენტში შესაძლოა, დაგვიანდა კიდეც, მაგრამ არ ტოვებს ნეგატიურ ეფექტს. რაც მთავარია, ეს დრო დადგა და რასაკვირველია, ამ პროექტმა გაუწია პოპულარიზაცია, რადგან ახალი თაობიდან ბევრმა არ იცის ის სიმღერები, როგორიც „მხოლოდ ქართულში“ შესრულდა, მით უმეტეს, ისეთი არანჟირებებით, როგორიც ზვიად ბოლქვაძემ გააკეთა. ასე გახდა ჯაზში სტანდარტი სხვადასხვა კომპოზიცია, ბევრმა შეასრულა და შემდეგ გახდა ჯაზსტანდარტი. ჩვენ კი უნდა დავიცვათ ჩვენი მუსიკა და მოვუფრთხილდეთ მას.

ზვიად ბოლქვაძე:

ჩემი ახირება ეს არ არის. მე ვწერ მუსიკას, მაქვს ჩემი გზა და ვმოღვაწეობ სხვადასხვა ჟანრში, საგუნდო, საორკესტრო, საფორტეპიანო მუსიკა იქნება თუ ვოკალური. ასე რომ, ძალიან ბევრი საფიქრალი მაქვს. რაც შეეხება სიმღერებს, რომლებიც დაიწერა რამდენიმე ათეული წლის წინ – რადგან გაჩნდა მოთხოვნა ახალი ჟღერადობის და ვიცით, რომ მუსიკა ვითარდება, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, ჩვენს შვილებს მოვასმენინოთ სიმღერები, რომლებიც ჩვენ გვიყვარს. და ეს ისეთი ფორმით გავაკეთოთ, რომ ჩვენს გენიალურ კომპოზიტორებს არ დავუკარგოთ თავიანთი თვითმყოფადობა და თან, მოვარგოთ დღევანდელობას, მოვასმენინოთ ბავშვებს, რომლებიც უფრო მეტად ეტრფიან არაქართულს. ასეთი განწყობა მარტო ჩემგან არ მოდის, ყველასგან, ვინც ამ პროექტზე იმუშავა.

ვის მოეწონება და ვის – არა, ეს ძალიან პირობითი ამბავია, თუმცა არაერთხელ მითქვამს, მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ვინც უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე მე და გულში ჩავიხუტებ ყველას, ვინც ჩემზე კარგად გააკეთებს.

რომელიმე იყო შენთვის განსაკუთრებულად საყვარელი გამოსვლა „მხოლოდ ქართულიდან“?

ყველაზე ერთნაირად გვიდუღდა სისხლი და გონება. რაც უნდა ნიჭიერი იყო, რთულია – ბავშვებს უნდა მოერგო, ასწავლო, ბენდმა უნდა გაარჩიოს, იმუშაოს, ორ-სამ დღეში ახლებური ვერსია უნდა შექმნა. პირდაპირი ეთერი ისედაც ნერვიულობას უკავშირდება. ეს არ ჰგავს იმას, მთელი წელი რომ ემზადები კონცერტისთვის, ყველა ბგერა და პასაჟი ჩასმული რომ გაქვს. „მხოლოდ ქართულში“ პირდაპირ იმპროვიზაციით გავაკეთეთ ყველაფერი.

ალბათ, ამაში ძალიან დაგეხმარა ის, რომ „ნიუტონის“ მუსიკოსებთან ერთად იმუშავე…

რა თქმა უნდა. ყველამ მაქსიმალური გააკეთა. პირველ რიგში, ჩვენ ვართ ჩვენი ნამუშევრების მკაცრი შემფასებლები, დიდი მოთხოვნები გვაქვს და არაფერს ვპატიობთ. თუკი რამ ისე არ იყო, სამომავლოდ გამოვასწორებთ (იღიმის). ადამიანები ვართ, ვიზრდებით, შეიძლება, გვეშლება. შესაძლოა, აქედან ბევრი კარგი რამ დაიბადოს.

პროექტის ერთ-ერთ წამყვანს, მაია ასათიანს ვთხოვეთ პროექტის შეჯამება და ვკითხეთ, გაგრძელდება თუ არა „მხოლოდ ქართული“ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მაია ასათიანი:

ყველა ჩვენგანი ძალიან ღელავდა. „მხოლოდ ქართული“ არის ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი. მას ანალოგი არ აქვს. აქედან გამომდინარე, მთელი „რუსთავი 2“იყო ჩართული, რომ პროექტი შემდგარიყო და ის არა მხოლოდ შედგა, არამედ გახდა მთელი საქართველოს პროექტი. მასში ყველა ასაკის მაყურებელი ჩაერთო და ეს კარგად ჩანდა ზარების რაოდენობიდან. რეალურად, ამდენი ზარი და ასეთი დიდი რაოდენობით გულშემატკივარი აქამდე არც ერთ ქართულ შოუს არ ჰყოლია.

რაც ყველაზე მთავარია, ქართული მუსიკა მივიდა ახალგაზრდებამდე, ისინი მღერიან და ღიღინებენ ქართულ სიმღერებს, რასაც აქამდე არ აკეთებდნენ.

მეორე სეზონიც იქნება?

აუცილებლად. „მხოლოდ ქართული“ ის პროექტია, რომელიც დიდხანს უნდა იყოს.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

 

ექსკლუზივი /

|

12 ივნისი, 2018

|

საკვანძო სიტყვები

WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 253933
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 253933
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (253933) AND ( 
  0 = 1
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
        )

    [post_count] => 0
    [current_post] => -1
    [in_the_loop] => 
    [comment_count] => 0
    [current_comment] => -1
    [found_posts] => 0
    [max_num_pages] => 0
    [max_num_comment_pages] => 0
    [is_single] => 
    [is_preview] => 
    [is_page] => 
    [is_archive] => 1
    [is_date] => 
    [is_year] => 
    [is_month] => 
    [is_day] => 
    [is_time] => 
    [is_author] => 
    [is_category] => 
    [is_tag] => 1
    [is_tax] => 
    [is_search] => 
    [is_feed] => 
    [is_comment_feed] => 
    [is_trackback] => 
    [is_home] => 
    [is_404] => 
    [is_embed] => 
    [is_paged] => 
    [is_admin] => 
    [is_attachment] => 
    [is_singular] => 
    [is_robots] => 
    [is_posts_page] => 
    [is_post_type_archive] => 
    [query_vars_hash:WP_Query:private] => 0b21e9949843a674a0865b509ff1c26e
    [query_vars_changed:WP_Query:private] => 
    [thumbnails_cached] => 
    [stopwords:WP_Query:private] => 
    [compat_fields:WP_Query:private] => Array
        (
            [0] => query_vars_hash
            [1] => query_vars_changed
        )

    [compat_methods:WP_Query:private] => Array
        (
            [0] => init_query_flags
            [1] => parse_tax_query
        )

)