LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო გელოვანი პოლიტიკით შეწუხდა – „მარტო ჩვენთან ხდება…“

64

მომღერალი სოფო გელოვანი წერს, რომ ძალიან არის შეწუხებული იმ ვითარებით, რომელიც წინასაარჩევნოდ ქვეყანაში შეიქმნა. მომღერლის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„მგონი, მარტო ჩვენთან ხდება, განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო ნათესავები, მეგობრები, ოჯახის წევრები გადაკიდებულები იყვნენ წლობით ან სულაც დაკარგული ჰყავდეთ ერთმანეთი. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე მესმის გაუთავებელი ბრძოლა ზვიადისტების, შევარდნაძისტების, მიშისტებისა და ბიძინისტების…

დავიღალე, ყველგან სადაც არ უნდა მოხვდე, მიდის სერიოზული დაპირისპირება ამ თემასთან დაკავშირებით. ოჯახში მეგობრებში, ნათესავებში, სუფრასთან და კიდევ სადაც უნდა მოხვდეს კაცი.

არავისტები რომ ვიყოთ ერთხელ და სამუდამოდ, როდის შეიძლება?!“ – კითხულობს მომღერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები