LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო გელოვანის ოჯახში გოზინაყს მამაკაცები ამზადებენ

42

Ardaidardo.Ge

სოფო გელოვანი 31 დეკემბერს არასდროს სახლში არ არის, შესაბამისად, ახალ წელს ოჯახის წევრების გარემოცვაში ვერ ხვდება, სულ გადარბენა აქვს და წელსაც ასე იქნება. როგორია მომღერლის საახალწლო ტრადიციები, თავად გაგვიმხილა.

 

 

სოფო, ოჯახის წევრები არ გსაყვედურობენ, ახალ წელს მათთან ერთად რომ ვერ ხვდები?

 

მიეჩვივნენ. ჩემი ახალი წელი არის ხან სად, ხან – სად. წელსაც გარეთ ვხვდები, ჯერ ცენტრეალუ კონცერტზე და შემდეგ სხვადასხვა ადგილას მიწევს სიმღერა, სულ გადარბენაზე ვარ. ყოველ წელს მინდა ძალიან სახლში შეხვედრა, მაგრამ არ გამოდის.

 

როგორია ტრადიციები?

 

როგორც ყველას, მეც ისეთი ტრადიციები მაქვს. ვცდილობ, კერძები თავად მოვამზადო. კულინარია ჩემთვის სასიამოვნოა. ერთადერთი, რაც ჯერ ვერ ვისწავლე, საცივის მომზადებაა. ვიცი გოზინაყის გაკეთება ჩვეულებრივი რეცეპტით, მთავარია კარგი ნიგოზი და თაფლი მქონდეს. ბაზარში ვერ დავდივარ, პროდუქტი ჩემი ოჯახის წევრებს მოაქვთ. ისე, გოზინაყს ჩვენთან ყოველთვის მამაკაცები აკეთებენ, ჯერ ბაბუაჩემი, მერე მამა, შემდეგ – ძმა. რაც ცალკე გადავედით, ორი წლის წინ, ნოდიც მეხმარება ხოლმე გოზინაყის მომზადებაში.

 

მოკლედ, ახალი წელი ძალიან მიყვარს და პატარა ბავშვივით ველოდები მიუხედავად იმისა, რომ მგონია, ახლა უფრო გაციებულია ეს მოლოდინი, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში. ადრე უფრო დიდი სიხარულით ხვდებოდნენ. ამ დღესასწაულზე მთავარია განწყობა. სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები