LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ნიჟარაძე რუსა მორჩილაძის საქციელით გაკვირვებულია – „შეიძლება, უბრალოდ, დავალებაა…“

226

სოფო ნიჟარაძე პასუხობს ჭორებს, რომლებიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. როგორც წერენ, ის ნაწყენია იმის გამო, რომ თბილისობის გალაკონცერტზე, რომელსაც მისი მეგობრები აკეთებენ, არ მიიწვიეს.

სოფო ამ ამბავს „რუსთავი 2“-ის ეთერით გამოეხმაურა და მარინა ბერიძის კითხვაზე, რას მღერის წლევანდელ თბილისობაზე, რომლის თემაც მიუზიკლებია, ღიმილით პასუხობს:

რა თქმა უნდა, არაფერს ვმღერი. ეს უკვე პირველი წელი არ არის, როცა მე არ მთავაზობენ მონაწილეობას. წელს განსაკუთრებით გამიკვირდა, რა თქმა უნდა – წინაზე თუ მეგონა, რომ მე მათ გემოვნებაში არ შევდიოდი, ახლა მთლად ჩემი მეგობრები არიან ამ ყველაფერში ჩართული. რუსა მორჩილაძეა კულტურის სამსახურის უფროსი, ამიტომ მისგან გამიკვირდა… არ მოვწონვარ, აქ უკვე აღარ განიხილება, მის უამრავ სიმღერას ვმღერი. შეიძლება, უბრალოდ, დავალებაა, რომ არ ვიყო, არ ვიცი…

როგორც ჩანს, დაბლოკვის თემა გრძელდება… იყო ცუდი, მაგრამ ახლაც ცუდი ტენდენცია გრძელდება…“, აღნიშნავს მომღერალი.

იმ მომღერლებს შორის, ვინც კონცერტზე გამოდის არიან: აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე, გიორგი მახარაშვილი, ზურა ხაჩიძე, ირაკლი ნოზაძე, პაატა ხაჩიძე, ნუკრი კაპანაძე, სალომე ბაკურაძე, თამთა ჭელიძე, მარიტა როხვაძე, გიო ხუციშვილი, სოფო ხალვაში, ოთო ნემსაძე, ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე, ნინო ძოწენიძე, მარიკა თხელიძე, ნინი ქარსელაძე, თიკა ჯამბურია, ლიზა ყენია, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, აჩიკო მეფარიძე, რატი დურგლიშვილი, თემურ თათარაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, ქრისტინე იმედაძე, მაია ყარყარაშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, სოფო ბედია, დათო გომართელი, ნინო ქათამაძე და „ინსაითი“ , მარიამ როინიშვილი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, არჩილ სოლოღაშვილი, სტეფანე მღებრიშვილი, ეკა მამალაძე.

კონცერტის რეჟისორია დათო დოიაშვილი. კონცეფცია კი ქალაური სიმღერებისა და სპექტაკლებიდან და მიუზიკლებიდან მუსიკალური ამონარიდების შესრულებას გულისხმობს. კონცერტი 8 ოქტომბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები