LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Soho“ ბათუმში ნინი ბადურაშვილის კონცერტს გეგმავს

209

ბათუმში მდებარე პოპულარულ კლუბში „Soho“ ნინი ბადურაშვილის კონცერტი იგეგმება. 21 ივლისს მომღერალი მსმენელის წინაშე ბენდ „Non-Stop“-თან ერთად წარდგება.

ჯგუფთან ერთად ნინიმ ახალი ლაივ-პროგრამა გააკეთა. მას ბექვოკალისტებიც უმშვენებენ გვერდს. ნინიმ თავისი რეპერტუარის პრეზენტაცია, სადაც ქართული და უცხოური ჰიტები შედის, მცირე ხნის წინ თბილისში გააკეთა.

ნინიმ თავად დააანონსა 21 ივლისის კონცერტი და აღნიშნა, რომ კლუბში მოსულ მსმენელს დროს საუკეთესოდ გაატარებინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები