LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”სოკარი” ევროპის ჩემპიონატის ფან-ზონას გახსნის

81

კომპანია ”სოკარი”, 10 ივნისს, 19.00 – საათზე  უეფას 2016 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის ფან-ზონას გახსნის.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ფეხბურთის ნებისმიერ  მოყვარულს ხვალიდან ექნება შესაძლებლობა, ღია ცის ქვეშ, დიდ ეკრანზე, საუკეთესო გამოსახულებით უყუროს ევროპის ჩემპიონატის თამაშებს და თავი შეიქციოს  აქ მოწყობილი  სასიამოვნო გარემოთი.

”იაფი ლუდი, გამაგრილებელი სასმელები, მრავალფეროვანი გრილის მენიუ ნებისმიერ ადამიანს მოანდომებს დრო ჩვენთან დაჰყოს. ამას ემატება წამახალისებელი  კალენდარი, რომელიც ჩვენ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის შევქმენით: ყოველ დღე ”სოკარის” ფან ზონაში პატარ-პატარა გათამაშებები გაიმართება.  ისეთ დღეებში, როცა ფეხბურთის მატჩები დაგეგმილი არაა, ”სოკარი” ფან-ზონის ტერიტორიას სხვადასხვა საინტერესო საზოგადოებრივ აქტივობებს დაუთმობს”, – განაცხადეს კომპანია ”სოკარში”.

მათივე ინფორმაციით,    უკვე მესამე თვეა, რაც ”სოკარის” ბენზინგასამართ სადგურებზე წამახალისებელი გათამაშება მიმდინარეობს.  25 ლარზე მიღებული თითო ბილეთი დოლარშია და რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერით ლატარეაში იღებს მონაწილეობას. უკვე გათამაშებულია 20  “ევრო 2016″-ის გახსნის ბილეთი. ” სოკარის” გამარჯვებულები გახსნაზე გაემგზავრნენ.  5 ივნისს ფინალის გათამაშება წარიმართა, 12 და 19 ივნისს დაგეგმილია შემდეგი გამარჯვებულების გამოვლენა. ყველა ბილეთი, რომელიც გაცემულია კამპანიის საწყისი თარიღიდან (10 მარტიდან),   მონაწილეობს გათამაშებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები