LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”სოკარი” საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყიდვას გეგმავს

64

”სოკარმა”, შესაძლოა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წილი იყიდოს. ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Trend-ი წერს. სააგენტო ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ SOCAR Georgia-ში საუბრობენ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის მიერ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების შეძენის საკითხიზე.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, SOCAR-ი მზადაა განიხილოს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების შეძენის საკითხი, თუკი გაყიდვაზე გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოცხადდება.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანული კომპანია ამ ეტაპზე საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე. შესაბამისად, SOCAR -ის დაინტერესება ქართული ენერგოკომპანიით გასაკვირი არც არის.

ამასთან, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა განიხილავს “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” 25%-იანი წილის გასხვისებას, “საქართველოს რკინიგზის” აქციებთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები