LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სოხუმის დაცემის დღეს მივალ ენგურის ხიდთან!” – გიგა მაქარაშვილმა თბილისიდან ენგურის ხიდამდე ფეხით მსვლელობა დაგეგმა

120

გიგა მაქარაშვილი, საოკუპაციო ხაზამდე მსვლელობის შემდეგ თბილისიდან ენგურის ხიდამდე ფეხით მისვლას გეგმავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

“გადაწყდა!!!
თბილისიდან 14 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე გავალ და რეალისტური გათვლებით 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს მივალ ენგურის ხიდთან!
ბევრმა ადამიანმა და კომპანიამ მომწერა, ზოგმა დახმარება შემომთავაზა, ზოგს წამოსვლა უნდა, ზოგი მოგვიანებით წამომეწევა.
მოკლედ, სადაც გული ძგერს და სადაც ამდენი ადამიანი გგულშემატკივრობს ეს მანძილი დაფარვადია!
არ ვნებდებით, არ გვეზარება, საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი!”

 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10214663437272547&set=a.1198475114981.2031903.1021604425&type=3&theater

აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე, გიგა მაქარაშვილმა საქართველოს ოკუპაცია თბილისიდან საოკუპაციო ხაზამდე ფეხით მსვლელობით გააპროტესტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები