LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სოლიდარობის ფონდის” მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

81

25 დეკემბერს “საქართველოს სოლიდარობის ფონდის” მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან, “სოლიდარობის ფონდის” დირექტორ მარიამ ჯაშთან და მუსიკოს ვახტანგ კახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ტრადიციული წინასაახალწლო საქველმოქმედო კონცერტი, თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 25 დეკემბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება “სოლიდარობის ფონდში” და 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ახალგაზრდების მკურნალობას მოხმარდება.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული და მხარს უჭერს ფონდს მეტი რესურსის მობილიზებაში, რათა მეტი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდეს.

“კონცერტის ორგანიზებაში, ისევე როგორც სხვა ღონისძიებებში, აქტიურად ჩავერთეთ, რათა ჩვენი წვრილი შევიტანოთ და რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენთან ერთად თითოეული ადამიანი ჩაერთოს ვისაც შეუძლია, რომ ერთი მხრივ, გარკვეული თანხა გაიღოს და მეორე მხრივ, ისიამოვნოს იმ შესანიშნავი პროგრამით, რომელიც საორგანიზაციო ჯგუფის მიერ არის მომზადებული. დარწმუნებული ვარ, რომ ამით, ერთი მხრივ, წინასაახალწლო განწყობას შევიქმნით და ასევე, ვიქნებით უფრო მეტად კმაყოფილები, რადგან დამატებით ჩვენს წვლილს შევიტანთ ბავშვებისა და მოზარდების სიცოცხლის გადარჩენაში”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქველმოქმედო კონცერტში თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტები ალექსანდრე ვასაძე, სალომე ჯიქია, ნანა ძიძიგური, დირიჟორი – ვახტანგ კახიძე მიიღებენ მონაწილეობას. საახალწლო კონცერტზე ბახის ნაწარმოებები შესრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები