LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SOLO-ს ლაუნჯებში Eric Benet-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები გაიყიდება

86

23 და 24 სექტემბერს თბილისს „გრემის“ ოთხგზის ნომინანტი, ერთ-ერთი საუკეთესო R&B და Soul შემსრულებლი, კომპოზიტორი Eric Benet  ეწვევა.

Soul Track-ის მკითხველთა მიერ 2013 წლის საუკეთესო მამაკაც ვოკალისტად დასახელებული ამერიკელი შემსრულებლი Eric Benet-ი ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგება.

მუსიკოსი ცოცხალად შესრულებს ყველასათვის ნაცნობ ჰიტებს, როგორებიცაა: why you follow me, Sometimes I cry, ასევე უახლეს ალბომში შესულ სიმღერებს, ისეთი როგორიც არის -Sunshine.

ქართველ მსმენელს 23 და 24 სექტემბერს Eric Benet-ის მუსიკის ცოცხლად მოსმენის შესაძებლობას SOLO აძლევს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჭავჭავაძის, აბაშიძის, ყაზბეგის დაბათუმის SOLO ლაუნჯებში, ასევე ვებ-გვერდიდან: www.tkt.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.SOLO.ge ან http://facebook.com/www.SOLO.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები