LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოლოლაკში კარაოკე-ბარი Check In გაიხსნა

883

სოლოლაკში ახალი კარაოკე-ბარი Check In გაიხსნა. ობიექტი ლეონიძის ქუჩა #8-ში მდებარეობს და აქ ამ ეტაპზე 9 ადამიანია დასაქმებული. როგორც ”ფორტუნას” Check In-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ირმა სამხარაძემ განუცხადა, კარაოკე-ბარი მომხმარებელს ევროპულ და ქართულ სამზარეულოს სთავაზობს.

”გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი კერძები როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური სამზარეულოებიდან. რაც მთავარია, კერძები უმაღლესი ხარისხის პროდუქციით მზადდება, ფასები კი საშუალო სეგმენტზეა გათვლილი- ანუ საკმაოდ ხელმისაწვდომია”, – განაცხადა Check In-ის დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, გარდა გემრიელი კერძების დაგემოვნებისა, Check In აქ მისულ სტუმრებს მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამასა და გართობასაც სთავაზობს. ”ჩვენთან ცოცხალი ბენდები უკრავენ ყოველ საღამოს. გარდა ამისა, ხშირად ვმართავთ ჩვენი კლიენტებისთვის კონკურსებს და ვათამაშებთ პრიზებს”, – აღნიშნა ირმა სამხარაძემ.

ცნობისთვის, კარაოკე-ბარი Check In 20:00 საათზე იწყებს მუშაობას და ბოლო კლიენტამდე, დილის 4-5 საათამდე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები