LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოლოლაკში, ყოფილი სამხატვრო სასწავლებლის შენობაში სასტუმრო გაიხსნება

106

პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროს“ ფარგლებში თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ და ტურისტულად აქტიურ ქუჩაზე მალე ახალი სასტუმრო აშენდება. თოიძის სახელობის ყოფილი სამხატვრო სასწავლებლის შენობა აუქციონზე, 12 505 000 ლარად გაიყიდა. ობიექტის საწყისი ღირებულება 8 200 000 ლარი იყო. ობიექტის მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო, 861 ბიჯი დაფიქსირდა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში, უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 80 ნომრის მქონე სასტუმრო უნდა შეიქმნას. ამასთან, მყიდველი ვალდებულია ადგილზე არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს და არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმრო ააშენოს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონი 22 ნოემბერს დაიწყო და 21 დეკემბერს დაასრულა.

”ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების ზრდამ კიდევ უფრო საჭირო გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამ მიზნით ინვესტორებს ვთავაზობთ პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომელიც მოიცავს ტურისტულად ყველაზე აქტიურ რეგიონებში მდებარე სახელმწიფო ქონების შეთავაზებას სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 39 400 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 59 200 000 ლარს შეადგენ”, – აცხადებენ  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები