LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთიდან ბათუმში მატარებელი ოქტომბრამდე, ყოველდღიურად ივლის

71

სომხეთიდან ბათუმში, 16 ივნისს, 07:10 საათზე,  მიმდინარე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, პირველი მატარებელი შემოვიდა. მატარებელი 180 ადგილიანია და ის პირველ ოქტომბრამდე, ყოველდღე ივლის.

ერევნიდან ბათუმში მგზავრობის ღირებულება კლასის მიხედვით განისაზღვერბა. ბილეთის ფასი შვეიცარული ფრანკის ექვივალენტში დგინდება.

მოდერნიზებულ ვაგონში პლაცკარტის ღირებულება 37,80 ლარია, მოდერნიზებული კუპირებული კი 64,44 ლარი.

გარდა ამისა, პირველი ივლისიდან ბათუმი-თბილისის მიმართულებით შტადლერის ტიპის  ორსართულიანი, ოთხი მატარებელი ივლის. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, შესაძლებელია მგზავრობის ტარიფებში უმნიშვნელო ცვლილებაც მოხდეს.

წყარო: ბათუმელები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები