LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის მმართველი გუნდი პრემიერის კანდიდატურაზე 30 აპრილამდე შეთანხმდება და 1-ელ მაისს კენჭს უყრის

73

სომხეთის მმართველი პარტია 30 აპრილამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დაასახელებს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონით, 30 აპრილამდე მმართველი გუნდი ამ საკითხზე უნდა ჩამოყალიბდეს. ის დარწმუნებულია, რომ რესპუბლიკური პარტია ვადებში ჩაეტევა. შარმაზანოვის ინფორმაციით, 1-ელ მაისს პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხზე საგანგებო სხდომაზე იმსჯელებენ.

ამავდროულად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც ქვეყანაში კრიზისული ვითარების დარეგულირებას შეეხო. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას ხაზი გაესვა, რომ კრიზისი სამართლებრივად, მოქმედი კონსტიტუციით უნდა დარეგულირდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები