LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის პოლიციამ დღეს ერევანში საპროტესტო აქციების 66 მონაწილე დააკავა

28

სომხეთის პოლიციამ დღეს ერევანში საპროტესტო აქციების 66 მონაწილე დააკავა, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„პოლიციის განყოფილებებში დღეს 66 მოქალაქე გადაიყვანეს“, – აცხადებს პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი ედგარ ჯანოიანი.

მომიტინგეთა ლიდერმა, დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა პოლიციას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

პარლამენტის გუშინდელ საგანგებო სხდომაზე სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აირჩიეს. აქციის მონაწილეები სერჟ სარგსიანის არჩევას აპროტესტებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები