LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს

95

სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს 2008 წელს საკონსტიტუციო წესრიგის დამხობისთვის ბრალი წაუყენა.

„ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს ბრალი ედება იმაში, რომ სხვა პირებთან ერთად საკონსტიტუციო წესრიგი დაამხო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რომ რობერტ ქოჩარიანთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება იქნეს შერჩეული,“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გუშინ საგამოძიებო სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდა ყოფილ პრეზიდენტს.

სომხეთში, 2008 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელთა მონაწილეები სერჟ სარგსიანის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებას აპროტესტებდნენ. ქუჩის აქციები ორგანიზებული იყო ასევე ყოფილი პრეზიდენტის, ლევონ ტერ პეტროსიანის მხარდამჭერების მიერ, რომელიც იმ დროს საპრეზიდენტო კანდიდატი იყო.

სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად მაშინ რვა დემონსტრანტი და ორი პოლიციელი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები