LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთმა ზემო ლარსის ალტერნატივა იპოვნა

95

სომხეთი ზემო ლარსის ალტერნატივად საბორნე მიმოსვლას განიხილავს. როგორც სომხური მედია იუწყება, სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვაან მარტიროსიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სომხეთმა ზემო ლარსის ალტერნატივა იპოვა.

მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ტრანსპორტის მინისტრს დაავალა, რომ რუსეთთან სატრანსპრტო ალტერნატივაზე იმუშაოს და ამასთან დაკავშირებით შეხვედრები გამართოს ქართულ და რუსულ მხარეებთან.

“ზემო ლარსის ალტერნატივად ჩვენ განვიხილავთ არამხოლოდ საავტომობილო გზას, არამედ საბორნე მიმოსვლის შესაძლებლობასაც. ტვირთების გადაზიდვა რკინიგზისა და ბორნის საშუალებით ბევრად იაფია, ვიდრე საავტომობილო გადაზიდვა”,- აცხადებს სომხეთის ტრანსპორტის მინისტრი.

რაც შეეხება აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, სომხეთის ტრანსპორტის მინისტრი ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია რუსეთისა და საქართველოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები