LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთში დაუმორჩილებლობის მარში გრძელდება

46

სომხეთში დაუმორჩილებლობის მარში გრძელდება. ერევნის ქუჩებში საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა. სამართალდამცველებმა დემონსტრაციების ორგანიზატორი, გუშინ დაკავებული, ნიკოლ ფაშინიანი, გაათავისუფლეს.

ფაშინიანი მომხრეებს შეუერთდა. ამ წუთებში ასეულობით ადამიანი ერევნის ცენტრალური ნაწილისკენ მიემართება. მათი მოთხოვნა უცვლელია – მომიტინგეები პრემიერმინისტრს, სერჟ სარქისიანს, გადადგომისკენ მოუწოდებენ.

პროტესტი სომხეთში უკვე მეათე დღეა, გრძელდება. აქციები სამართალდამცველებთან შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს. დაკავებულ აქტივისტთა რაოდენობამ 270-ს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები