LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთში უცნობი პირი ჯანდაცვის სამინისტროს შენობის აფეთქებით იმუქრება – მიმდინარეობს თანამშრომელთა ევაკუაცია

90

სომხეთში უცნობმა პირმა საგანგებო სიტუაციების სამინისტროში დარეკა და ჯანდაცვის სამინისტროს შენობის აფეთქებით დაიმუქრა. 
ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს, 11:21 საათზე, უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ მზად არის ჯანდაცვის სამინისტროს შენობა ააფეთქოს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურები გავიდნენ. მიმდინარეობს სამთავრობო შენობის მე-3 კორპუსის ევაკუაცია, რომელშიც დაახლოებით 2 000 ადამიანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები