LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“SOS მოწამლული ჰაერი” – მერიის გამწვანების აქციის პარალელურად მოქალაქეებმა აქცია გამართეს (ვიდეო)

198

“SoS მოწამლული ჰაერი” – ამ სახელწოდებით აქცია დედაქალაქის მერიასთან გაიმართა. მოქალაქეები მშენებლობების დადგენილი წესის მიხედვით შეფუთვას, მბოლავი ავტომობილების, მათ შორის, მიკროავტობუსების გადაადგილების აკრძალვას და მწვანე საფარის მოვლას მოითხოვენ.

აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა. მასში მონაწილეობის სურვილს ათასზე მეტი ადამიანი გამოთქვამდა, თუმცა, მერიასთან გამართული აქცია მცირერიცხოვანი აღმოჩნდა. ამ მხრივ გასათვალისწინებელია, რომ ღონისძიება სამუშაო დღეს, სამუშაო საათებში დაიგეგმა. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წუხილს მოქალაქეებიც გამოთქვამდნენ.

 

პარალელურად, მერიის მიმდებარედ, სააკაძის მოედანზე გამწვანების აქცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც თბილისის მერია იყო და მასში მონაწილეობას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე იღებდა.