LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო არჩვაძე: სამშენებლო კომპანიების საახალწლო აქციები ბაზარს ვერ გამოაცოცხლებს

32

სამშენებლო სექტორში სიტუაცია რომ დადებითისკენ შეიცვალოს, ეს ზოგადად, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობასა და ლარის სტაბილურობაზეა დამოკიდებული. ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი კომპანიების საახალწლო აქციებს.

როგორც ექსპერტმა ”ფორტუნას” განუცხადა, ასეთი ტიპის აქციები, რა თქმა უნდა, გაყიდვების სტიმულირებისკენ არის მიმართული, თუმცა საერთო სურათს ვერ შეცვლის და უძრავი ქონების ბაზარს ვერ გამოაცოცხლებს.

” სამშენებლო სექტორში სიტუაცია რომ დადებითისკენ შეიცვალოს, ეს ზოგადად, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობასა და ლარის სტაბილურობაზეა დამოკიდებული. საახალწლო აქციები მეტ-ნაკლებად ბაზარს აქტიურს გახდის, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი მოვლენა იქნება,”- განუცხადა ”ფორტუნას” სოსო არჩვაძემ, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, გამოსავალს ლარის სტაბილურობაში ხედავს.

უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი კომპანიები საახალწლო აქციებს იწყებენ. დეველოპერების ნაწილი მომხმარებლებს – ფასდაკლებას, ნაწილი კი სპეციალურ ფასებს სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები