LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო ბარათაშვილი:”გამოიკვეთა, რომ ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ დარღვევებს”

83

საქართველოს პრეზიდენტის სიძის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხა.
კაჭარავას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. საქმის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან სოსო ბარათაშვილმა ისაუბრა.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოკითხვა ნებაყოფლობით ხასიათს ატარებდა. სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ თორნიკე კაჭარავა მინდია გოგოჭურთან და მიხეილ თათარიშვილთან ერთად 28 ივნისს, იმ ავტომობილში იმყოფებოდა, რომელიც პოლიციელებმა გააჩერეს და გაჩხრიკეს.

”გამოიკვეთა, რომ ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ დარღვევებს, ისევე, როგორც სხვა პირებს, თორნიკე კაჭარავასაც რამდენიმე საათის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების უფლება. იმ პერიოდში მას არ მიეცა ადვოკატის ყოლის უფლება, არ განემარტა დუმილის უფლება და სხვა უფლებები. კერძოდ, ჩხრეკისას ავტომანქანაში იყო ცივი იარაღი, შემდეგ მიაწერეს, თითქოს ეს ცივი იარაღი თორნიკე კაჭარავასგან ამოიღეს. კიდევ უფრო მეტ ეჭვს იწვევს დადგენილება ჩხრეკის თაობაზე, რომელიც ყველა პირს ჩხრეკის დასრულების შემდეგ გადაეცა, ნაცვლად იმისა, რომ ჩხრეკის დაწყებამდე გადასცემოდათ”, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, დადგენილებაში წერია, რომ თითქოს არსებობდა ეჭვი და ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თორნიკე კაჭარავა ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღას და საბრძოლო მასალებს.

”თუ ნამდვილად ასე იყო, მაშინ რატომ არ გაიჩხრიკა თორნიკე კაჭარავა, ისევე როგორც მიხეილ თათარიშვილის საცხროვრებელი სახლი. ეს ძალზე დიდ კითხვებს ბადებს იმის თაობაზე, რომ დადგენილება შედგა სახელდახელოდ, ავტომანქანის ჩხრეკის შემდეგ და არავითარი ოპერატიული ინფორმაცია კაჭარავასა და თათარიშვილის თაობაზე, არ არსებობდა და მთელი ეს ოპერაცია მიმართული იყო მხოლოდ მინდია გოგოჭურის წინააღმდეგ”, – აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები