LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო ყველაფერია: საქართველომ წყნარ ოკეანეში ტონგა დაამარცხა

48

ბორჯღალოსნებმა „წყნარი ოკეანის თასის“ პირველ მატჩში ტონგას 16:15 სძლია და კუნძულელი მეტოქე ზედიზედ მესამედ დაამარცხა.
ეს ამ გუნდების მეექვსე შეხვედრა იყო და საქართველომ ჯამში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც ბალანსი 4:2 გახდა.

ყველა ქულა სოსომ
ბორჯღალოსნების ყველა, 16-ივე ქულა სოსო მათიაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქეს ლელო, გარდასახვა და 3 ჯარიმა გაუტანა. ეს მისი მე-6 ლელო იყო მე-11 ტესტში და ქულათა მონაგარი 115-მდე გაზარდა, რითაც ნუგზარ ძაგნიძეს გადაასწრო და ბორჯღალოსნების საუკეთესო მექულეებში მე-6 ადგილამდე (მხოლოდ დამრტყმელებში) დაწინაურდა.

საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა ზედიზედ მერვე გამარჯვება და მეორე ერთიდაიმავე ანგარიშით. შეგახსენებთ, სუვაში გამგზავრებამდე ბორჯღალოსნებმა „დინამო არენაზე“ „ფრანგ ბარბაროსებს“ უმასპინძლეს და მათაც 16:15 სძლიეს.

თამაში მძიმე გამოდგა და მილტონ ჰეიგის შეგირდებმა დაცვაში დიდი დრო გაატარეს, თუმცა ამ საქმეს 70 წუთი კარგად გაართვეს თავი და მეტოქეს ლელოს გატანის შანსი არ მისცეს. ამავდროულად, ჩვენებმა შეტევაში თითქმის ყველა შანსი გამოიყენეს და გამარჯვებისთვის საჭირო ქულები დააგროვეს.

„წყნარი ოკეანის თასის“ მეორე მატჩში მასპინძელმა ფიჯიმ სამოას 24:22 სძლია.

16 ივნისს, მეორე ტურში, სამოა ტონგას, ხოლო საქართველო მასპინძელ ფიჯის ჩვენი დროით 07:30 საათზე ეთამაშება.

საქართველო 16:15 ტონგა

საქ: მათიაშვილი სიჭინავა კაჭარავა კვესელაძე (მალაღურაძე 4) თოდუა (კვირიკაშვილი 66) <10-9> ხმალაძე ლობჟანიძე (ბეგაძე 76) / ასიეშვილი (თეთრაშვილი 68) მამუკაშვილი (ბრეგვაძე 55 სბ 79) ჩილაჩავა (მირცხულავა 55) ნემსაძე^კაპ ჭეიშვილი (მიქაუტაძე 54) სუთიაშვილი (შუბითიძე 66) გიორგაძე გაჩეჩილაძე სბ 47 – ლ გ 3ჯ: მათიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები