LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SOU 2017 – “სხვა ზღვა” იწყება!..

46

თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი SOU Festival 2017 15 მაისიდან – 5 ივლისმდე გაიმართება.

წლევანდელი სეზონის სახელია – სხვა ზღვა.

2017 წლის პროგრამა ჟანრების ფართო სპექტრს მოიცავს და მსმენელს მუსიკალური ექსპრესიის მრავალ ახალ მეთოდს წარუდგენს.

ფესტივალი 15 მაისს გახსნება. თბილისის ცირკის არენაზე ქართველი არტისტი Tete Noise, სიმებიან კვარტეტთან ერთად „The Stringers” დაუკრავს.

5 ივლისს SOU 2017-ის დახურვის დღეს კი, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი სცენაზე ჰაცუნე მიკუს და კიიჩირო შიბუიას ვოკალოიდური ოპერა „დასასრული“ იქნება წარმოდგენილი.

Sou Festival 2017 იმართება “Check in Georgia”- ს ფარგლებში.

ფესტივალის წარმდგენია სასტუმრო “რუმსი”, მხარდამჭერები:

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, აშშ-ის საელჩო საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები