LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SOU 2018  28 სექტემბრიდან 30 ნოემბრამდე გაიმართება

47

SOU 2018 წელს მრავალი სიახლით ამჯერად შემოდგომაზე ბრუნდება. 28 სექტემბრიდან 30 ნოემბრამდე ფესტივალი კვლავ წარმოადგენს თანამედროვე
ხელოვნების მრავალფეროვან პროგრამას.

არსებობის მესამე წელს SOU თბილისის საზღვრებს გასცდება და დედაქალაქთან ერთად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს, კვლავაც, მიძინებული
კულტურული დინებებისა და სახელოვნებო სივრცეთა განახლებისა და გაცოცხლების სურვილით.

ფესტივალი წელს კვლავ წარმოადგენს თანამედროვე მუსიკას, ვიზუალურ ხელოვნებას, აკუსტიკურ ექსპერიმენტებს, ახალ ოპერას, მუსიკალურ თეატრს, ციფრულ და მედია ხელოვნებას, თანამედროვე ცეკვას, ბგერის კვლევებს, ინტერაქციას ტრადიციულ მუსიკასთან და სხვა მრავალ საინტერესო სახელოვნებო მიმართულებას.

ფესტივალი პირველად 2016 წელს შედგა. მან თბილისში საერთაშორისოდ აღიარებული ხელოვანების ცოცხალი მუსიკითა და ვიზუალური ხელოვნების
პროგრამებით 5 საკონცერტო და კულტურული სივრცე გააცოცხლა.

2017 წელს ფესტივალის ფარგლებში თბილისში უკვე 22 კონცერტი და 2 გამოფენა გაიმართა. ფესტივალმა თბილისის ყველა საკონცერტო დარბაზი და ალტერნატიული სივრცე მოიცვა. SOU-ს მონაწილეთა შორის იყვნენ: რიოჯი იკედა, ლორენს ინგლიში, კარსტენ ნიკოლაი, ბიორკი, ბლიქსა ბარგელდი, რობერტ ჰენკე და მრავალი სხვა.

SOU ფესტივალის გამოწვევად რჩება დღევანდელი კულტურული პროცესების უკვე დამკვიდრებული კონტექსტები ‒ არქიტექტურა, ინდივიდუალური და კოლექტიური მეხსიერაბა, ფიზიკური გამოცდილება, დეფინიციები, კულტურული იერარქია და სხვა ყველაფერი, რაც გამოცდილების წინასწარ განსაზღვრულ მოდელებს ქმნის და შესაძლებლობათა მრავალფეროვნებას ზღუდავს. SOU სწორედ ამ მოდელებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ფესტივალის საქმიანობა და მისი თითოეული ღონისძიება, საქართველოში მრავალფეროვანი და მხატვრული ღირებულებით გამორჩეული კულტურული ცხოვრების შექმნასა და წახალისებას ისახავს მიზნად.

SOU 2018-ის სრული პროგრამა 6 აგვისტოს გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები