LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოზარ სუბარი – „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უღირსებო კაცუნები არიან

99

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უღირსებო კაცუნები არიან – როდესაც ღირსება არ გაგაჩნია, სხვის ღირსებაზე ვერ იფიქრებ, – ასე გამოეხმაურა დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრის დროს, გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას.

”ნაციონალური მოძრაობის წევრები – ძველები თუ ახლები ჩვეულებრივი კრიმინალური მენტალიტეტის ძველი ბიჭები არიან. მათ არ გააჩნიათ არანაირი ღირსება, ამიტომაც მათთვის ადამიანის ღირსების შელახვა ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც ღირსება არ გაქვს, სხვის ღირსებაზე ვერ იფიქრებ. ამიტომ იყო ის, რასაც 9 წელი აკეთებდნენ. იგივეს ახლა ვერ აკეთებენ და გულზე არიან გამსკდრები. ახლა თითქოს ცდილობენ იმის გაკეთებას, რასაც მანამდე საქმით აკეთებდნენ. ისინი არიან სამარცხვინო ადამიანები და საქართველოს ისტორიაში სამარცხვინოებად შევლენ”, – განუცხადა ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები