LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოზარ სუბარი: სააკაშვილი აუცილებლად მოიხდის სასჯელს ე.წ. მატროსოვის დაწესებულებაში

82

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილს უკრაინაში მოქალაქეობა კანონიერად ჩამოერთვა.

სუბარის განცხადებით, ის ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ სააკაშვილი მართლმსაჯულების წინაშე პასუხს აგებდა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ის რაც მოხდა კანონიერია. სააკაშვილის გამო, კანონს არავინ დაარღვევდა. რაც შეეხება ექსტრადაციას, ესეც სამართლებრივი საკითხია და ამას თავისი წესები აქვს. მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი ერთ რამეში – სააკაშვილი აუცილებლად აგებს პასუხს მართლმსაჯულების წინაშე და აუცილებლად მოიხდის სასჯელს ე.წ. მატროსოვის N9 დაწესებულებაში”, – განაცხადა სუბარმა ტელეკომპანია “პირველთან”.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის გუბერნატოს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. უკრაინის საემიგრაციო სამსახურში განმარტავენ, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზი არასწორი ინფორმაცია გახდა, რომელიც 2015 წელს სააკაშვილმა მათ უკრიანის მოქალაქეობის მიღებისას მიაწოდა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის, მათ შორის სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით არის ბრალდებული, პეტრო პოროშენკომ 2015 წლის მაისში უკრაინის მოქალაქის წოდება მიანიჭა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა. ბოლო პერიოდში კი ის ოპოზიციურ საქმიანობას ეწეოდა.

პოპულალურები