LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოზარ სუბარი: თუკი ჩაბუქის ექტრადიცია მოხდება, ის ევროპული სტანდარტების ციხეში მოხვდება

58

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ტლოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე ისაუბრა.

მისი თქმით, ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმა, მართალია ლტოლვილის სტატუსის მინიჭება აჩერებს ექსტრადირებას, მაგრამ სტატუსზე უარის თქმა არ ნიშნავს ექსტრადირებას.

მანვე ისაუბრა იმ დიპლომატიურ გარანტიებზე, რომელიც პროკურატურამ მიიღო.

”პროკურატურამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები, კონკრეტულად ჩაბუქთან დაკავშირებით, რომ ის მოთავსდება ევროპული სტანდარტების მქონე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არ დაექვემდებარება არანაირ წამებასა და ღირსების შემლახავ მოპყრობას, საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებს ნებისმიერ დროს ექნებათ საშუალება ეს ადამიანი ინახულონ და შეამოწმონ მისი მდგომარეობა. ეს იმ შემთხვევაში, თუკი მისი ექტრადიცია მოხდება”, – განაცხადა სუბარმა “იმედის” ეთერში. 

მისივე თქმით, თურქეთის მხარემ უნდა გაუგზავნოს შესაბამისი მასალები პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და იქ მსჯელობის შემდეგ განიხილება ექსტრადიციის თემა.

დემირელის კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა 25 მაისს შეუფარდა.

ჩაბუქი საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს და ძირითადად საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები