LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალურად საუკეთესოსთვის: Nike-მა რონალდოს ექსკლუზიური ბუცები დაუმზადა

1417

Nike-მა წარმოადგინა ბუცები, რომლითაც კრიშტიანო რონალდო კონფედერაციის თასზე ითამაშებს. ფეხსაცმელები ექსკლუზიურად პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის დაამზადეს და ისინი გასაყიდად გამიზნული არაა.

მოდელს CR7 Mercurial Campeoes ეწოდა. ბუცები პორტუგალიის ეროვნული გუნდის ფერებშია გადაწყვეტილი.

Nike-ის ოფიციალური განცხადებაში ნათქვამია, რომ ”ბუცები სპეციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისათვის არის დამზადებული“.

პორტუგალიის ეროვნული გუნდი კონფედერაციის თასზე ჯგუფში რუსეთთან, მექსიკასთან და ახალ ზელანდიასთან ერთად იასპარეზებს.
ტურნირი 17 ივნისისდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები