სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე – პირებმა, რომელთა დაკავებაც მიმდინარეობს, სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნეს

138

ამ წუთებში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და სპეცრაზმია მობილიზებული. ამ დროისთვის ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით,  2 პირია დაკავებული, რომელთაც ბრალი ტერორიზმში ედებათ.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით,  ისმოდა სროლის ხმა, რის გამოც, სპეცრაზმმა მოსახლეობას, მათი  უსაფრთხოების გამო, აივანზე გამოსვლა აუკრძალა. ზოგიერთი მათგანი კი მათივე უსაფრთხოების მიზნით სახლში შესვლას ვერ ახერხებს.

წინასწარი ინფორმაციით, სპეცოპერაცია 2 პირის დასაკავებლად ჩატარდა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ბრალი ტერორიზმში ედებათ. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი დროებით პანკისის ხეობაში ცხოვრობდნენ.

ამ დროისთვის სპეცოპერაცია, რომელიც რამდენიმე საათის წინ დაიწყო,  ჯერ არ დასრულებულა. ადგილზე ასევე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადის მანქანაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები